ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის კორნელი კეკელიძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გამართეს და კედლის გაზეთები დაამზადეს.
„9 აპრილი ტკივილთან ერთად დიდ სიხარულთან არის დაკავშირებული! ტკივილიანმა 9 აპრილმა უდიდესი სიხარული ნანატრი თავისუფლება მოუტანა ჩვენს ქვეყანას! ამ დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული მოწიწებით ხვდებიან: იხსენებენ საქართველოს წარსულს, ბრძოლას თავისუფლებისთვის და პატივს მიაგებენ 9 აპრილის ტრაგედიის გმირებს! შეიცნობენ დამოუკიდებლობის გამოცხადებით გამოწვეულ სიხარულს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება უკვე მრავალწლიანი ტრადიციაა და მიზნად ისახავს მოსწავლეებში ისტორიული მეხსიერების გაღრმავებასა და სამოქალაქო თვითშეგნების განმტკიცებას.
იხილეთ ფოტოები: