თაზაქენდის საჯარო სკოლაში ხოჯალის გენოციდის თემაზე V - IX კლასის მოსწავლეებთან ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
08-05-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლაში ისტორიისა და აზერბაიჯანული ენის მასწავლებლებმა, გიულშანდა ნეიმატოვამ და ჯამბაილ გასანოვმა -  5-დან 9 კლასის ჩათვლით ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: „ხოჯალის გენოციდი“.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის 1992 წლის ხოჯალის ტრაგიკული მოვლენების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება. მასწავლებლებმა ყურადღება გაამახვილეს ამ ტრაგედიის გარემოებებზე, შედეგებსა და მის გავლენაზე თანამედროვე აზერბაიჯანის ისტორიასა და საზოგადოებაზე.

ინტეგრირებულმა გაკვეთილმა მოსწავლეებს საშუალება მისცა, მოვლენები არა მხოლოდ ისტორიული, არამედ ლინგვისტური და კულტურული თვალსაზრისითაც გაეაზრებინათ. 

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, მსგავსი ტიპის გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას და მრავალმხრივი ისტორიული ცნობიერების ჩამოყალიბებას.

 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...