წარსულის დაფასებით, აწმყოს შთაგონებით და მომავლის იმედით - ჩიხის საჯარო სკოლის 150 წელი განათლების გზაზე
08-05-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის ჩიხის საჯარო სკოლამ დაარსებიდან 150 წლის იუბილე განსაკუთრებულად ამაღლებულ გარემოში აღნიშნა. ღონისძიება, რომელიც შთაგონებით, სიამაყითა და ერთგულებით იყო დატვირთული, დაეთმო სკოლის მდიდარი ისტორიის, წარსულის მიღწევებისა და მომავლის პერსპექტივების აღნიშვნას.

ეს არა მხოლოდ სკოლის საიუბილეო თარიღის ხაზგასმა იყო, არამედ ერთიანობის, სიყვარულისა და იმედის ზეიმიც. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის ამჟამინდელმა და წარსულმა პედაგოგებმა, კურსდამთავრებულებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველას, ვინც წლების განმავლობაში შეიტანა წვლილი სკოლის განვითარებასა და გამორჩეული საგანმანათლებლო ტრადიციების ჩამოყალიბებაში.

 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...