მასწავლებლეთა გამოცდაზე გამსვლელებისთვის - ყველაფერი, რაც ქართული ენა-ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების (I – IV) ტესტის შესახებ უნდა იცოდეთ
09-05-2025

როგორ მოვემზადოთ მასწავლებლის საგნის გამოცდისათვის - ყველაფერი, რაც ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება (I – IV) ტესტებისთვის მოსამზადებლად გჭირდებთ: გამოცდის პროგრამა, საგამოცდო ტესტის ფორმატი და შეფასების კრიტერიუმები.

I - IV კლასების პედაგოგთათვის განკუთვნილი ტესტი ორი ნაწილისგან შედგება - საგნობრივი ცოდნა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) და აკადემიური უნარები (წაკითხული ტექსტის გააზრება და ანალიტიკური ესე).

იხილეთ, პროფესიული უნარ-ჩვევები და საგნობრივი ცოდნა, რომელიც  აპლიკანტს მოეთხოვება 

ტესტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (პროფესიაში შემომსვლელთათვის) 60%-ია. შესაბამისად, გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აპლიკანტმა უნდა დააგროვოს ქულათა საერთო რაოდენობის 60%-ზე მეტი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ტესტში აკადემიური უნარების ნაწილისათვის დადგენილია შიდა ზღვარი - ქულათა საერთო რაოდენობის 40%. შესაბამისად, ამ ნაწილში ზღვრის გადასალახად აპლიკანტმა უნდა დააგროვოს ქულათა საერთო რაოდენობის 40%-ზე მეტი.

2025 წლის ტესტის ფორმატი

საგნობრივი ცოდნის ნაწილის მაქსიმალური ქულა - 51

✓ ქართული ენისა და ლიტერატურის ნაწილის მაქსიმალური ქულა - 21
✓ მათემატიკური ნაწილის მაქსიმალური ქულა - 18
✓ ბუნებისმეტყველების ნაწილის მაქსიმალური ქულა - 12

აკადემიური უნარების ნაწილის მაქსიმალური ქულა - 14

✓ წაკითხული ტექსტის გააზრება - ხუთი არჩევითპასუხიანი 1-ქულიანი დავალება
✓ ანალიტიკური ესე - შეფასების სქემის მიხედვით მაქსიმალურ ქულად განსაზღვრულია -9

ტესტის მაქსიმალური ქულა - 65
ტესტირებისთვის განკუთვნილი დრო: 4 საათი

შესაბამისად, პროფესიაში შემომსვლელთათვის მთლიანი ტესტის ბარიერად (60%-ზე მეტი)

განსაზღვრულია 40 ქულა და მეტი, ხოლო აკადემიური უნარების შიდა ბარიერად (40%-ზე მეტი) – 6 ქულა და მეტი.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;

ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ: 

ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები),მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში -  აკადემიური უნარების ნაწილში მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40% - ზე მეტი (ანუ 6 ქულა ან მეტი);  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...