ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლაში მეტდ საინტრესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მრავალფეროვან აქტივობებში არიან ჩართულნი და ცოდნას იმდიდრებენ.
ახლახან, ბუზავეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებს პედაგოგმა მარინე სრმიკიანმა დაავალა პლაკატის დამზადება სახელწოდებით - „ჩემი ქვეყნის სიმბოლოები“.
მოსწავლეებმა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების - დროშის, გერბის და ჰიმნის შესახებ მეტი ინფომაცია მოიძიეს და პლაკატზე დაიტანეს.
მოსწავლეებმა საკითხის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: