„ნაბიჯი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნებისკენ“ - ინტელექტუალურ-შემეცნებითი ვიქტორინა სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
08-05-2025

5 მაისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი ხასიათის ვიქტორინა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. ღონისძიება შედგა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თამილა ნადირაშვილის, ინგლისური ენის მასწავლებლის - ნინო გელაშვილისა და გეოგრაფიის მასწავლებლის - ნანა გახოკიძის ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით.

ვიქტორინა მოიცავდა სამ საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, გეოგრაფია და ინგლისური ენა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და ისეთი უნარების განვითარება, როგორებიცაა ლოგიკური, კრიტიკული, მიზეზ-შედეგობრივი და თანმიმდევრული აზროვნება. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციის გაღვივება და საგნებისადმი ინტერესის გაზრდა.

ვიქტორინა გაიმართა პრეზენტაციის ფორმატში და გამოირჩეოდა ორგანიზებულობითა და აქტიური მონაწილეობით. მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ შეჯიბრებაში, რაც საგრძნობლად ზრდიდა ღონისძიების განათლებით ღირებულებას.

ღონისძიებას ჰყავდა კომპეტენტური ჟიური: ისტორიის მასწავლებელი ფრიდონ საკანელაშვილი, საქმისმწარმოებელი ქეთევან ხუციშვილი და სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური.

შეჯიბრების შედეგებით გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

• I ადგილი – X კლასის მოსწავლე ნიკოლოზ სარდალაშვილი;

• II ადგილი – VIII კლასის მოსწავლე სოფია სარდალაშვილი;

• III ადგილი –X კლასის მოსწავლეები სალომე სარდალაშვილი და ნიკა შაინიძე (ერთობლივად).

დასასრულს, სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ჩიტაურმა, გამარჯვებულებს გადასცა დიპლომები, ხოლო მონაწილე ყველა მოსწავლეს – სიგელები. ღონისძიების ორგანიზატორ მასწავლებლებს გადაეცათ მადლობის სიგელები გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და აქტიური ჩართულობისთვის.

ვიქტორინას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადი, მასწავლებლები და მოსწავლეები.

ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მხრიდან.

დირექტორმა და მოადგილემ მადლობა გადაუხადეს, როგორც მონაწილეებს, ასევე ორგანიზატორებს და გამარჯვებულებს წარმატება მიულოცეს. მასწავლებლებმაც დადებითად შეაფასეს ვიქტორინის შინაარსი, ფორმატი და შთაბეჭდილება, რომელიც მან დატოვა მოსწავლეებზე.

„ღონისძიება არა მხოლოდ ცოდნისა და აზროვნების გამოკვეთით გამოირჩეოდა, არამედ საერთო მოტივაციის ამაღლებითა და სასწავლო პროცესის გასხივოსნებითაც“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...