კუჭატნის საჯარო სკოლაში პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარესა და რესურსცენტრის ხელმძღვანელს უმასპინძლეს
08-05-2025

3 მაისს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლამ უმასპინძლა ზოგადი განათლების ხარისხის საგნობრივ ექსპერტს და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს, როლანდ ხოჯანაშვილს, რომელსაც თან ახლდა მისი წარმატებული მოსწავლე, ვახო მირზიკაშვილი.

შეხვედრას ესწრებოდა ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან ჭიპაშვილიც.

სტუმრები პედაგოგებს ესაუბრნენ განათლების სფეროში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის — კურიკულუმების განვითარების მნიშვნელობაზე.

როლანდ ხოჯანაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის აუცილებლობაზე და გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს პედაგოგების გაძლიერებას პროფკავშირული მხარდაჭერის ფარგლებში.

შეხვედრა თბილ და მოტივირებულ გარემოში წარიმართა. სკოლის პედაგოგებმა მადლიერება გამოხატეს საინტერესო, შთამაგონებელი და კონსტრუქციული შეხვედრისთვის.

„ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პედაგოგიური საზოგადოების გაძლიერებას და ხარისხიანი განათლების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...