„პატარა გიდი“ - შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, ისტორიულ მუზეუმს სტუმრობდნენ
08-05-2025

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

VI კლასის მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ გულნაზ კვინიკაძესთან ერთად, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს სტუმრობდნენ. ეს მნიშვნელოვანი სტუმრობა საგანში - ხელოვნება, პროექტისთვის – „პატარა გიდი“ – იყო დაგეგმილი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მუზეუმის გარემომ, ექსპონატებმა, სხვადასხვა „რეტრო“ ნივთმა და საინტერესო დეტალებმა იდეალური შესაძლებლობა მისცა მოსწავლეებს უკეთ შეეგრძნოთ დროის სუნთქვა და იმავდროულად (მუზეუმის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით) თავად ყოფილიყვნენ „პატარა გიდი“ და ვიდეორგოლებიც ჩაეწერათ.

„ვიზიტმა დიდი სარგებელი მოუტანა მოსწავლეთა შემოქმედებით პროცესს. პროექტი „პატარა გიდი“ გრძელდება! ბავშვების ცნობისმოყვარეობამ ახალი მიზანი დაგვისახა – წინ სხვა მუზეუმებია, რომლებიც ინახავენ მრავალ საინტერესო საგანძურს. მადლობა მუზეუმს თბილი მიღებისთვის, ჩვენ კი მივდივართ ახალი აღმოჩენებისკენ!“,- გვეუბნებიან სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...