ვაქირის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე სალომე ჭაბაშვილმა ​ინგლისური ენის ოლიმპიადაში ოქროს მედალი დაიმსახურა 
08-05-2025

ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

მათ შორისაა, VII კლასის მოსწავლე სალომე ჭაბაშვილი, რომელმაც „კინგსის“ ინგლისური ენის ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი დაიმსახურა. 

მოსწავლის საგნის მასწავლებელი მაია ნანობაშვილი გახლავთ. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვაქირის საჯარო სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოება ულოცავს „კინგსის“ ოლიმპიადაში ოქროს მედლის მოპოვებას, სალომე ჭაბაშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...