სკოლებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებისა და სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირისა და სოლომონ დოდაშვილის სახელობის ქვემო მაღაროს საჯარო სკოლებს შორის ამგანაგური სპორტული შეხვედრები გაიმართა.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის მოეწყო „მხიარული სტარტები“. ვაჟები კი ფრენბურთში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
შეხვედრას ქვემო მაღაროს საჯარო სკოლამ უმასპინძლა და ემსახურებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სკოლებს შორის მეგობრული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას და ფრენბურთის პოპულარიზაციას.
ვაქირის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგები არიან - თამარ ელაშვილი და ქეთევან ბეგიაშვილი, რომლებიც მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ვაქირის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მაღაროს საჯარო სკოლას მასპინძლობისთვის.
იხილეთ ფოტოები: