თორიის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
08-05-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

ახლახან, თორიის საჯარო სკოლაში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომლის ხელმძღვანელები იყვნენ სომხური ენის პედაგოგები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონკურსის მიზანი იყო ტექნოლოგიების საუკუნეში ლამაზი კალიგრაფიის მქონე მოსწავლეთა გამოვლენა და წახალისება.

„ვიცით, რომ დღეს ახალმა ტექნოლოგიებმა, ბეჭდვის გავრცელებამ, შეავიწროვა კალიგრაფია, სწორედ ამ უნარის წასახალისებლად ჩატარდა ეს კონკურსი“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპში მონაწილეობდა პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე. მათ ჟიურის წევრებს წარუდგინეს თავიანთი ხელნაწერები.

ჟიურის წევრებმა კი საუკეთესო აირჩიეს და მე-2 ტურში გადამსვლელები გამოავლინეს. 

მეორე ეტაპში მონაწილეობდა 27 მოსწავლე, რომლებიც გადანაწილდნენ სამ ჯგუფად - დაწყებითი, საბაზო და საშუალო. 

მათ დაევალათ ტექსტების გადაწერა მართლწერის ყველა წესის დაცვით - უშეცდომოდ და ლამაზი კალიგრაფიით. 

ჟიურის წევრებმა თითო ჯგუფიდან სამ-სამი გამარჯვებული აირჩიეს. პირველი, მეორე და მესამე ადგილისთვის და მათ გადაეცათ წამახალისებელი სიგელები.

„ლამაზი კალიგრაფია, როგორც წარსულში ახლაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...