ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
ცხადია, სკოლაში აღინიშნა დედამიწის დღე. გაიმართა არაერთი აქტივობა, მათ შორის, სკოლის ეზოში მოსწავლეებმა დარგეს ხეები.
კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე ბავშვებმა დედამიწის დღის აღნიშვნის მიზნით, შექმნეს თემატური ნახატები.
მოსწავლეებმა ვიდეორგოლითა და პოსტერების მეშვეობით კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ დედამიწას გაფრთხილება სჭირდება და აღნიშნეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
იხილეთ ფოტოები: