გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აქთაქლის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ და დაუვიწყარი დრო გაატარეს.
ღონისძიებას სპორტის მასწავლებელი ნინო ოდიშელიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: