კოხტის საჯარო სკოლაში ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა 
08-05-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით.

5 მაისს, კოხტის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა დიდ ქართველ მხატვარს, ნიკო ფიროსმანს.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს ფიროსმანის ბიოგრაფია და მისი გამორჩეული შემოქმედება.

მათ შემოქმედებითად და გემოვნებით გაანალიზეს მხატვრის ნამუშევრები, ხოლო შემდეგ საკუთარი ხელით შექმნილი ნახატებიც წარადგინეს, რომლებიც შთაგონებული იყო ფიროსმანის სტილითა და თემატიკით.

ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილე მოსწავლეს გადაეცა სიგელი, ხოლო საუკეთესო ნამუშევრის ავტორი ხათუნა ბერიძე სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა.

ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნიკო ფიროსმანის უკვდავ მხატვრულ მემკვიდრეობას, რომელიც დღემდე შთაგონების წყაროა მომავალი თაობისათვის.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ხელოვნების მასწავლებელმა გურანდა ბოლქვაძემ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...