„მე გეოგრაფია ვარ“ - საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი ღვითორის საჯარო სკოლაში
08-05-2025

შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ. აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს აძლევს და მოსწვლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის პედაგოგ ლიკა პაპიძის ხელმძღვანელობით, წარადგინეს ინოვაციური პროექტი – „მე გეოგრაფია ვარ“.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის გეოგრაფიის მნიშვნელობის გააზრება – როგორ მოქმედებს იგი სამყაროზე და თითოეულ ჩვენგანზე. მოსწავლეებმა შემოქმედებითად გააცოცხლეს გეოგრაფიული კანონზომიერებები და გლობალური პროცესები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საგნის პრაქტიკულ მნიშვნელობას.

პროექტის წარმატებულ განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: სკოლის დირექტორმა, კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგმა, ქიმიის პედაგოგმა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა. 

„პროექტი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, როგორ შეიძლება საგნები გავაცოცხლოთ და მოსწავლეები ცოდნისკენ შთაგონებით წავიყვანოთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს ჰპირდებიან. 

იხილეთ ვიდეო:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...