ახალგორის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია წარჩინებული მოსწავლეების წახალისების პროგრამა.
დოკუმენტი ითვალისწინებს ფულად ჯილდოს ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც რეგისტრირნებულნი არიან მუნიციპალიტეტში.
შეგახსენებთ:
ოქროს ან ვერცხლის მედლის მისაღებად ყურადღება მე-11 და მე-12 კლასის ნიშნებს ექცევა, ხოლო მოსწავლეების ქულა შემდეგნაირად გამოითვლება:
მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.
ხოლო მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან 9.9, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.