
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დატვირთულია საინეტრესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა როგორც ცოდნის, ისე მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია საღდგომო თემატიკაზე გამართული ღონისძიება, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და საინეტრესო აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა შეიტყვეს სააღდგომო ტრადიციების, რიტუალებისა და სიმბოლოების მნიშვნელობის შესახებ, იმღერეს და საცეკვაო ნომრებიც შეასრულეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ფერადი კვერცხებიც შეაჭიდეს და ბევრი იხალისეს.
იხილეთ ფოტოები: