ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განსაზღვრულია განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომელიც ითვალისწინებს წარმატებული პედაგოგის დაჯილდოებასაც.
დოკუმენტში საუბარია ადგილობრივ საჯარო ან კერძო სკოლის მოქმედ-ყოფილ მასწავლებლებზე, რომლებიც ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ.
„პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოქმედი ან ყოფილი - საქართველოს დამსახურებული ან მენტორი მასწავლებელის ფულადი ჯილდოს გადაცემა ტიტულის მოპოვებისთვის, მხოლოდ ერთხელ - 500 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.