ბუზავეთის საჯარო სკოლაში სომეხი მწერლის - ვაჰან ტერიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო პრეზენტაცია მიეძღვნა 
07-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

მათ შორის აღსანიშნავია, სომეხი მწერლის - ვაჰან ტერიანის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

მე-7 და მე-8 კლასელებში, სომხური ენის მასწავლებელმა - კარინე აკოპიანმა ჩაატარა საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნებოდა მწერლის ცხოვრებსა და მოღვაწეობას. 

მოსწავლეებმა იმღერეს, პოეტის ლექსები წაიკითხეს და გააჯღერეს ნაწყვეტები მისი ნაწარმოებებიდან. 

პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა დიდ ეკრანზე აჩვენეს დოკუმენტური მასალები და მწერლის ავტობიოგრაფია წაიკითხეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...