ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
ახლახან, სკოლაში საბუნენბისმეტყველო, მათემატიკისა და ისტ-ის კათედრების ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე მოსწავლეები საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ და განიხილეს სხვადასხვა თემები - მათემატიკის, ფიზიკის, მედიაწიგნიერებისა და კიბერბულინგის შესახებ.
მოსწავლეთა წარმოდგენილმა თემებმა მსმენელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
კონფერენცია კი მოსწავლეებისთვის მეტად ნაყოფიერი და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: