ცოდნის გაზიარების თვალსაჩინო მაგალითი - არწივანის საჯარო სკოლის მე-10 კლასელმა უმცროსკლასელებს გამოთვლის მარტივი ხერხი ასწავლა 
07-05-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა იდეები და ინიციატივები მხარდაჭერილია, რაც აისახება მათ მოტივაციაზე - გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს. 

ახლახან, სკოლის მე-10 კლასის წარჩინებულმა მოსწავლემ ზურა აბულაძემ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს ასწავლა თუ როგორ ამოიღონ დიდი რიცხვებიდან ფესვი მარტივად, კალკულატორის გამოყენების გარეშე. 

ზურამ, აღნიშნული ხერხი, ინტერნეტში ნახა, დაინტერესდა, შეისწავლა და შემდეგ მოსწავლეებს გაუზიარა.

მოსწავლეები ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ აქტივობაში და გამოთქვეს მზაობა, რომ თავადაც მოიძიებენ და გაუზიარებენ ერთმანეთს ცოდნას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...