ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საინტერესო და საგანმანათლებლო პროექტი სახელწოდებით - „ტური ლონდონის გარშემო“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მსოფლიოს ერთ-ერთ საკულტო ქალაქში - ლონდონში ვირტუალურად იმოგზაურეს.
მათ შეისწავლეს ისეთი ცნობილი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა ბიგ ბენი, თაუერის ხიდი, ბუკინგემის სასახლე, ლონდონის თვალი და სხვა.
მოსწავლეებმა შექმნეს ლამაზი პოსტერები და პრეზენტაციები, ასევე დაწერეს მოკლე პოსტები ინგლისურ ენაზე, გააზიარეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტები ქალაქის შესახებ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მოსწავლეებს დაეხმარა ენობრივი უნარების გაუმჯობესებაში, კულტურული ცნობიერების ამაღლებასა და ვირტუალური მოგზაურობისა და აღმოჩენების სიხარულის განცდაში.
იხილეთ ფოტოები: