ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ამერიკელი პროფესორის ლექცია გაიმართა
19-06-2018
ეროვნული თავდაცვის აკადემიას ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი, გრეით ბეის კოლეჯის პროფესორი ედუარდ რაუპი ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი პროფესორი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებს შეხვდა და მათ ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, ლიდერობაზე, პატივისცემასა და ქვეყნის სტრატეგიაზე ესაუბრა, ლექციის მსვლელობისას მან მომავალ ოფიცრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ინგლისური ენის ცოდნის მნიშვნელობა მათ კარიერული განვითარებაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი ნუკრი გელაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს