დედამიწას რომ დაცვა და მოფრთხილება სჭირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. პედაგოგები დაწყებითი კლასების მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და ბავშვები არაერთ აქტივობაში ჩართეს. მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე ნამუშევრები შექმნეს და აღნიშნეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
აქტივობები მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო: