ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს კალიგრაფიის კონკურსი და არაერთი სახალისო-შემეცნებითი აქტივობა მიეძღვნა 
07-05-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

ცხადია, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქართული ენის დღე. თარიღთან დაკავშირებით სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა მოეწყო. 

მათ შორის გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი და სახალისო-შემეცნებითი აქტივობები.

მოსწავლები ღონისძიებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...