საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა თბილისისა და მცხეთის რეკრეაციული ზონები მოინახულეს
07-05-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მოეწყო  შთამბეჭდავი, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი გაკვეთილი - ლოზუნგით - „ბუნება ვაჟას შემოქმედებაში და ბუნება ჩვენს ირგვლივ“, „ბუნება მბრძანებელია“.

სკოლა-გიმნაზიის მე-11 კლასელებმა, გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში, თბილისისა და მცხეთის რეკრეციული ზონები მოინახულეს. მათ თან ახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ციცინო ანთაძე, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა ბუნების როლზე ვაჟასა და სხვა ქართველ კლასიკოსთა შემოქმედებაში. 

მოსწავლეებმა ასევე მოილოცეს სამთავროს დედათა მონასტერი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...