ჩხუტელის საჯარო სკოლაში, ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია ჩატარდა
07-05-2025

ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ ცოდნასთან ერთად როგორც საკუთარი, ისე სხვისი უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების, ღირსეულ მომავალ თაობას ზრდიან. 

4 მაისს მსოფლიოში ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღს ჩხუტელის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ. გაიმართა, საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც მოამზადა VIII კლასის მოსწავლე მარიამ ჩაფრავამ.

მოსწავლემ ისაუბრა ბულინგის სახეებზე, იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას და მისი აღმოფხვრის გზებზე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რატომაა მნიშვნელოვანი ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, რა დამანგრეველი გავლენა აქვს ძალადობის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის კიბერბულინგს ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, განათლების ხაისხსა და კეთილდღეობაზე.

პრეზენტაცია მსმენელთათვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, მათ პრეზენტატორთან ერთად ძალადობა დაგმეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...