აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებულია, მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან, მათ სახელზე არაერთი წარმატებაა.
ახლახან, მოსწავლეები გუნდური ინტელექტუალური თამაშის საქალაქო ტურის გამარჯვებულები არიან.
გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ საქალაქო ტური აბაშის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რომელშიც დამსახურებული პირველი ადგილი დაიკავა და აბაშის ჩემპიონი გახდა მაიდნის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდი - „მოაზროვნეები“.
მოსწავლეები დაჯილდოვდნენ მედლებითა და სიგელებით.
„სუპერ მოსწავლეებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს რეგიონალურ ტურში, ველოდებით ფინალს! წარმატებები ჩემს მოაზროვნეებს! ვიმედოვნებ ფინალსაც მოვიგებ!“,- აცხადებს კლასის ხელმძღვანელი ნინო მიქაძე და ამაყობს მოსწავლეთა მიღწევებით.
იხილეთ ვიდეო ბმულზე