ჩხუტელის საჯარო სკოლაში „გეოგრაფიის ვიქტორინა“ გაიმართა
07-05-2025

ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე. 

5 მაისს სკოლაში „გეოგრაფიის ვიქტორინა“ გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია გეოგრაფიის მასწავლებელმა - სალომე სტურუამ. 

ვიქტორინაში მონაწილეობდნენ VII, VIII, IX და XI კლასების მოსწავლეები, რომლებიც ორ გუნდად დაჯგუფდნენ. I ჯგუფის სახელია - „ევერესტი“, ხოლო II ჯგუფის „კავკასიონი“. ვიქტორინაში გამარჯვება მოიპოვა ჯგუფმა „ევერესტმა“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განხორციელებული აქტივობის მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება, ასევე საგაკვეთილო მასალის უფრო საფუძვლიანად შესწავლის ინტერესის გაღვივება და მოტივაცია.

„ვიქტორინა ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში თუ წრეობრივი მუშაობის დროს მიღებული ცოდნის შეჯამება-განმტკიცებასა და ინტეგრირებას“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...