ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა განხორციელდა.
პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით, სკოლაში (დირექტორი ბატონი ნოდარ ოსაძე) პროექტი - „სამკერვალო წარმოება“ დასრულდა. პროექტს პედაგოგი გულნაზ კვინიკაძე ხელმძღვანელობდა.
პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა, სკოლის სააქტო დარბაზში თავიანთი შექმნილი ნამუშევრების დემონსტრირება მოაწყვეს და ქუთაისში, კოლეჯ „იბერიას“ ესტუმრნენ, სადაც საზოგადოებრივი კოლეჯის ინფრასტურქტურასა და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.
სკოლა, გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახალი პროექტის დაფინანსების მოლოდინშია.
„უღრმესი მადლობა დონორ ორგანიზაციას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: