ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ჩრდილების თეატრი მოაწყვეს და საყვარელი პერსონაჟები „გააცოცხლეს“
08-05-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. მათ შორის, მოსწავლეთა დიდი ინტერესით სარგებლობს შემოქმედებითი ბუნების დავალებები. 

ახლახან, სკოლის მე-4 კლასში განხორციელდა საინტერესო კომპლექსური დავალება ხელოვნებაში, რომლის თემა იყო „საყვარელი გმირი პერსონაჟები“ - ჩრდილების თეატრი.

დავალების ფარგლებში, მოსწავლეებმა ჩრდილების თეატრი დადგეს. მე-4 კლასელებმა როლები ოსტატურად მოირგეს და საყვარელი პრსონაჟები გააცოცხლეს. 

სასწავლო პროცესს ხელოვნების მასწავლებელი ლია კუპრეიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ვიდეოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...