ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, მცენარის ზრდისა და განვითარების სხვადასხვა ეტაპს დააკვირდნენ
08-05-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, IV კლასში ბუნების მასწავლებელის - მიმოზა ფაცაციას განხორციელებული პროექტი თემაზე - „ყვავილოვანი მცენარის სასიცოცხლო ციკლი“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო ყვავილოვანი მცენარის სასიცოცხლო თემის პრაქტიკული გამოყენება, რაც ხელს უწყობს ცოდნისა და არაერთი მნიშვნელოვანი უნარის განვითარებას.

მეოთხეკლასელები აკვირდებოდნენ მცენარის ზრდისა და განვითარების სხვადასხვა ეტაპს, რაც მათთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. მსგავსი აქტივობები ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...