ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალებები მოსწავლეთა დიდი ინეტრესით სარგებლობს, მოსწავლეები მას დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ.
აღსანიშნავია, პირველკლასელთა ბუნებისმეტყველების კომპლექსური დავალება, რომელიც შემოქმედებითი პროდუქტის შესაქმნელად ბუნებრივი მასალების გამოყენებას მოითხოვდა.
მოსწავლეებმა დავალებაზე ხალისით იმუშავეს და საინეტრესო ნამუშევრები შექმნეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ვარა გალიბინი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: