ნოქალაქევის საჯარო სკოლის თეატრალები საქალაქო ოლიმპიადაზე ნომინაციაში -  „საუკეთესო სადებიუტო შესრულება”, დაჯილდოვდნენ
07-05-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის ნორჩი თეატრალები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. 

ახლახან, სკოლამ მონაწილეობა მიიღო სასკოლო თეატრალურ ოლიმპიადაში და წრმატებაც მოიპოვა. სკოლის მოსწავლეები ფესტივალზე ბრწყინვალედ წარდგნენ და ნომინაციაში - „საუკეთესო სადებიუტო შესრულება“ დიპლომი და სპეციალური პრიზი გადაეცათ. 

სკოლის დირექცია ულოცავს ოლიმპიადაში მონაწილე  თითოეულ მოსწავლეს და უსურვებს მორიგ წარმატებას.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა საქართველოს კულტურის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერითა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით გაიმართა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...