ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო თეატრალურ ოლიმპიადაზე წარმატებით წარდგნენ
07-05-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. შემოქმედი მოსწავლეები კი ნიჭსა და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩინეს. 

ახლახან, ნოქალაქევის საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს კულტურის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერითა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით გამართულ სასკოლო თეატრალურ ოლიმპიადაში.

ნოქალაქევის საჯარო სკოლის ნორჩი თეატრალები მაყურებლის წინაშე წარდგნენ სპექტაკლით - „ფარნავაზი – დაღუპვიდან აღზევებამდე“ და მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს. 

სასკოლო ოლიმპიადის მთავარი მიზანი კულტურის, განათლებისა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, თეატრალურ ცხოვრებაში მეტი მოზარდის ჩართვა და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაა.

იხილეთ ფოტები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...