ახალი სასწავლო წლიდან სავალდებულო საგანი ემატება - სამინისტროს ორთვიანი ვადა აქვს სპეციალური კურსის გავლის წესის დასამტკიცებლად
12-05-2025

უმაღლეს სასწავლებლებშისაბაკალავრო საფეხურზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან გახდება, ცვლილება კი 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულებს შეეხებათ, - უმაღლესი განათლებისშესახებ კანონში შესატანი ცვლილებებს პარლამენტი განიხილავს.

როგორც საკითხის მომხსენებელმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემგივი მიქანაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, უმაღლეს სასწავლებლებს სილაბუსების მოსამზადებლად ორ თვეზე მეტი ექნებათ.

საქართველოს კანონშიუმაღლესი განათლების შესახებშედის ცვლილებები, რომელიც გულისხმობს საბაკალავრო საფეხურზე ყველა ქართულენოვან სექტორზე, ყველა უმაღლეს სასწავლებელში საქართველოში, ქართული ენის სავალდებულო წესით სწავლების შემოღებას.

[კანონპროექტში] გვაქვს რამდენიმე დათქმა: 1. ეს საკითხი შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში 2025 წლის პირველი აგვისტოს შემდეგ. 1-ელ აგვისტომდე ჩარიცხულებზე ეს არ გავრცელდება, ანუ წლევანდელი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩარიცხულებიდან დაიწყება ამ სისტემის დანერგვა და 2. ძალაში გვინდა რომ შევიდეს პირველ სექტემბერს.

ვფიქრობთ, რომ 2 თვეზე მეტი საკმარისია იმისთვის, რომ განათლების სამინისტრომ ამ სპეციალური კურსის გავლის წესი დაამტკიცოს, რითაც შემდეგში იხელმძღვანელებენ უმაღლესი სასწავლებლები და ისინი შესაბამის სილაბუსებს მოამზადებენ იმისთვის, რომ სასწავლო პროგრამაში მოხდეს მისი ასახვა. აღნიშნული ცვლილებები ასევე ეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აფხაზური ენის სწავლებას. ამით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ძალიან ღირებულია ჩვენთვის აფხაზური ენა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...