ქუთაისქალაქობა - იგივე „გვირილობა“, ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი დღესასწაულია, რომელსაც ქუთაისელები დიდი სითბოთი და პატივისცემით აღნიშნავენ.
დღესასწაული ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის lllბ კლასში შემოქმედებითად აღინიშნა. მოსწავლეები დღესასწაულის ისტორიას კიდევ ერთხელ გაეცნენ და შთაგონებულებმა ლამაზი ნამუშევრები შექმნეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. მათ ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ინიციატივა არა მხოლოდ სახალისო იყო მოსწავლეებისთვის, არამედ ნათლად წარმოაჩინა მათი დამოკიდებულება ქალაქის ტრადიციების მიმართ.
იხილეთ ფოტოები: