ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში „ინოვაციური სასკოლო ჰაბი“ მუშაობს. მისი წევრები არაერთ საინტერესო პროექტსა და ინიციატივას ახორციელებენ.
2 მაისს, ჰაბში „ქუთაისობა - გვირილობა“ და „ორმაისობა“ საზეიმოდ აღინიშნა.
ამ დღეს, ჰაბის წევრებმა შთამბეჭდავად და საინტერესოდ დაასრულეს გრძელვადიანი სასწავლო პროექტი - „მინიატურული ქალაქი“.
მოსწავლეებმა ქალაქის ღირშესანიშნაობები მინიატურაში „გააცოცხლეს“. პროექტში მონაწილეობდნენ VII, VIII, IX და XI კლასების მოსწავლეები.
შეიქმნა პროდუქტები მრავალჯერადი მოძრავი რესურსების სახით.
მოსწავლეებმა წარმატებით წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები, რაც ნათლად აისახა მათ მიერ შექმნილ ნამუშევრებში.
„ძალიან ფერადი, ლამაზი, შთამბეჭდავი და ქალაქური გარემო იყო ჩვენს სკოლაში....( ბევრი ვიდეო და ფოტოკადრით“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: