ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში და ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ.
მათ შორის მე- 6დ კლასის მოსწავლეებმა - მარიამ საბელაშვილმა, მარიამ აფხაიძემ, მარიამ დარსაველიძემ, ელენე მეხრიშვილმა და მარიამ გუდაძემ წარმატებით იასპარეზეს გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“. გუნდის სახელია - Sophie's whiz kids, მისი კაპიტანი გახლავთ მარიამ გუდაძე, მე- 6დ კლასს კი დამრიგებელი სოფიო პავლიაშვილი ხელმძღვანელობს.
გუნდმა შიდასასკოლო ტურში პირველი ადგილი დაიკავა, ასევე წარმატებით იასპარეზა საქალაქო და რეგიონალურ ტურებში. მოსწავლეები ამჯერად ფინალური ტურისთვის ემზადებიან.
მანამდე კი სიგელებით, სერტიფიკატებითა დიპლომებით დაჯილდოვდნენ. კონკურსის ფინალური ტური 11 მაისს გაიმართება. სკოლაში მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და გამარჯვებას უსურვებენ.
„წარმატებებს და გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს საუკეთესოებს!“- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: