ინფორმაცია საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის - რეგისტრაციის ვადები და დეტალები
06-05-2025

რეგიონული „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ პროგრამის ფარგლებში რეგისტრაცია დაიწყო - მოქმედ საჯარო სკოლების პედაგოგებს ვადა 30 მაისის 18:00 საათამდე აქვთ.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს ინდივიდუალურად, რომელიც ასწავლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს წინასწარ უნდა იყოს გაწერილი მიზანი, განსახორცილებელი აქტივობების ჩამონათვალი, მათი შესრულების ვადები, სასწავლო რესურსები, შედეგი, პროექტის აქტივობის შეფასების რუბრიკა

დაფინანსების ოდენობა და გაცემის წესი

გამარჯვებული მასწავლებელი აკადემიური წლის მანძილზე მიიღებს სახელფასო დანამატს 625 ლარის ოდენობით.

გამარჯვებული მასწავლებელი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების შეძენის მიზნით მიიღებს არაუმეტეს 1000 ლარს.

„პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ღონისძიების ფარგლებში დაფინანსების გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საჯარო სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

განაცხადის წარდგენა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმა და ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა  ატვირთოს შემდეგ ბმულზე https://shorturl.at/adhX6

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ცნობა სამუშაო ადგილიდან, რითაც დასტურდება რომ კონკურსანტი არის კონკრეტული საგნის მასწავლებელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლაში.

ყველა დეტალი იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...