ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, კიდევ ერთი შთამბეჭდავი პროექტი განხორციელდა ქიმიაში სახელწოდებით - „ქიმია და კოსმეტიკა“.
XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს კოსმეტიკის ქიმიურ შემადგენლობასა და მოსალოდნელ საფრთხეებზე.
მოსწავლეებმა საინფორმაციო ბროშურებიც დაამზადეს და სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზეც იზრუნეს.
მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.
პროექტს პედაგიგი გურანდა დანელია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: