„ჩემი რობოტი“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების შთამბეჭდავი პროექტი
06-05-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეებიც ხალისით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, პროფესიონალი პედაგოგები კი მათ მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რათა სკოლაში გატარებული თითოეული წუთი იყოს პროდუქტიული, მამოტივირებელი და ხალისიანი.

ამის დასტურია დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის - იზოლდა დანელიას ხელმძღვანელობით, მე-2 კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტი „ჩემი რობოტი“.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა, პედაგოგის ჩართულობით, გამოიყენეს ბეჭდვური რესურსები, ხალისით ჩაერთნენ პროექტში და განიმტკიცეს მიღებული ცოდნა.

„აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომუნიკაციის, ჯგუფური გადაწყვეტილებების მიღების, ანალიზის და შეფასების უნარების განვითარებას. პროექტი ეფექტურია აგრეთვე ხელოვნების სასწავლო საგანთან ინტეგრაციის ასპექტით“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...