ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა და აქტივობას მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია, პრეზენტაცია, რომელიც საგნობრივ ცოდნასთან ერთად მოსწავლეებს უვითარებს არაერთ საჭირო უნარს, მოითხოვს დამოუკიდებელ მუშაობასა და ტექნიკურ შესაძლებლობებს.
ახლახან, საინტერესო პრეზენტაცია გამართეს მე-6 კლასის მოსწავლეებმა, რომლის თემა გახლდათ „თბილისი“. მოსწავლეებმა საქართველოს დედაქალაქის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიძიეს, ისაუბრეს მისი დაარსების ისტორიაზე, ღირსშესანიშნაობებზე, გაოგრაფიულ მდებარეობაზე.
პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
სასწავლო პროცესს ქართული ენის პედაგოგი ვარა გალიბინი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: