წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე.
ლეჟას კორპუსის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის დღეს მიუძღვნეს ლამაზი ღონისძიება სახელწოდებით - „ო, ენავ ჩემო!“
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდნენ, ისუავრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის წარმოშობაზე, ქართულ ენას მუხრან მაჭავარიანის სიტყვებით შეასხეს ხოტბა - „ქართული მარტო ენაა? ქართული ქართველთ რწმენა? ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა, იმოდენაა!“
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, მოსწავლეება ქართული ენის სიდიადე და მისი სიწმინდის დაცვის აუცილებლობა ნათლად გაიაზრეს.
იხილეთ ვიდეო: