ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა 
08-05-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ.

22 აპრილს, სასკოლო საზოგადოებამ, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, აღნიშნა დედამიწის დღე. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვასთან დაკავშირებით.

„სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობით ჩვენ კიდევ ერთხელ დავფიქრდით, რომ სუფთა გარემო ჩვენი კეთილდღეობის შეუცვლელი ნაწილია“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც არაერთი აქტივობა მოეწყო. 

მოსწავლეებმა ლექსებით და სიმღერებით აღნიშნეს დედამიწის დღე, სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩაერთნენ და დაასუფთავეს სკოლის ტერიტორია, დარგეს მცენარეები.

პროექტს პედაგოგი თინათინ სონგულია ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...