ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის საღამო გაიმართა
07-05-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები. 

რა თქმა უნდა, სკოლაში გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილი, ტრაგიკული დღე, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე გარდამტეხად იქცა. მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და თბილისში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ძალიან საინტერესო იყო, ნინო მასწავლებლის ხელმძღვანელობით, IV-VI კლასელების მიერ წარმოდგენილი 9 აპრილის გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

„ჩვენ ვსწავლობთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, წარსული ხომ მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, რომ ვიცოდეთ საით წავიდეთ, უნდა ვიცოდეთ საიდან მოვდივართ“, "ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი", -აღინიშნა ღონისძიებაზე.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...