განათლების სამინისტრომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის გეგმა გამოაქვეყნა
28-05-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის გეგმა გამოქვეყნდა.

დოკუმენტში საუბარია, რომ საქართველოში ქალისა და მამაკაცის თანასწორობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა სისტემის განუყოფელ ნაწილს, რაც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობასა და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

სამინისტრო მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას დასაქმებაში დისკრიმინაციის არარსებობის, კარიერული წინსვლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის და საგანმანათლებლო პროგრამებსა და პოლიტიკაში ინკლუზიურობის ხელშეწყობის გზით. ქალისა და მამაკაცის თანასწორობა არის საჯარო სამსახურის ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპი, რომელიც ასახულია საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ დადგენილებაში.

ძირითადი მიზნებს შორის კი ერთ-ერთი გახლავთ თანასწორობა დასაქმებასა და კარიერის განვითარებაში.

„სამინისტრო იცავს დასაქმების ხელმისაწვდომობისა და კარიერული წინსვლის თანაბარი შესაძლებლობის პრინციპებს, რაც დასაქმებისას უზრუნველყოფს, სქესის ნიშნით პირდაპირი ან არაპირდაპირი დისკრიმინაციის პრევენციას. ვაკანსიები ფოკუსირებულია მხოლოდ კვალიფიკაციასა და უნარებზე, ხოლო კანდიდატები ფასდებიან მათი კომპეტენციის, სამუშაოს შესრულების და დამსახურების მიხედვით“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...