როგორ შეფასდებიან გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგები - კრიტერიუმები ცნობილია
06-05-2025

2025 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლის, საბაზო პროფესიული უნარებისა და საგნის გამოცდების ტესტის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები ცნობილია.

მასწავლებელთა ყველა გამოცდის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე

ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტით შემოწმდება:

1. ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;

2. საგნის სწავლებისათვის აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალის ცოდნა;

3. სხვადასხვა ტიპის ტექსტის გააზრებისა და ანალიზის უნარი;

4. კრიტიკული აზროვნების უნარი;

5. წერის კულტურა.

ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

ტესტი ხუთი ნაწილისაგან შედგება:

1) მოსმენილი ტექსტის გაგება და გააზრება; 2) წაკითხული ტექსტის გაგება და გააზრება; 3) წერა; 4) პროფესიული ცოდნა; 5) ქართულ ენაზე მეტყველება. ქართულის, როგორც მეორე ენის, ტესტით შემოწმდება: 1. ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნების ცოდნა; 2. პროფესიული ცოდნა (საგნის სწავლებისათვის აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალის ფლობა) და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარი; 3. შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად; 4. მოსმენილი ტექსტის გაგებისა და გააზრების უნარი; 5. წაკითხული ტექსტის გაგებისა და გააზრების უნარი; 6. წერის კულტურა; 7. ქართულ ენაზე მეტყველების უნარი; 8. კრიტიკული აზროვნების უნარი.

2025 წლის ეროვნული გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები თითოეულ საგანში ცნობილია

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...