ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის საჯარო სკოლაში, პედაგოგ გოჰარიკ უსტიანის ინიციატივით, მე-5 კლასში გაიმართა თბილი და შემოქმედებითობით სავსე ღონისძიება, რომელიც აღდგომის დღესასწაულს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა მსმენელს წარმოაჩინეს სააღდგომო ტრადიციები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები, რაც სადღესასწაულო განწყობის შექმნას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებდა. ბავშვებმა საკუთარი ხელით მორთეს საკლასო ოთახი და მხიარული გარემო ოჯახური სითბოთი გაამდიდრეს.
ღონისძიებას მშობლებიც აქტიურად შეუერთდნენ — მათ ტრადიციული სააღდგომო კერძები მოამზადეს, მათ შორის ქიშმიშიანი პილავი და გატა, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო გემრიელი და სტუმართმოყვარე სახე შესძინა.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პედაგოგს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთად შექმნილი დღესასწაულისთვის, რომელიც თანამონაწილეობის, ტრადიციების შენარჩუნებისა და ერთმანეთის მხარდაჭერის საუკეთესო მაგალითი გახდა.
იხილეთ ფოტო და ვიდეო:
https://www.facebook.com/100029128581016/videos/pcb.1830556861060750/3168933006594668
https://www.facebook.com/100029128581016/videos/pcb.1830556861060750/2802327029950796
https://www.facebook.com/100029128581016/videos/pcb.1830556861060750/24187793287475719
https://www.facebook.com/100029128581016/videos/pcb.1830556861060750/634719039564238
https://www.facebook.com/100029128581016/videos/pcb.1830556861060750/1357608448814934
https://www.facebook.com/100029128581016/videos/pcb.1830556861060750/3168933006594668
https://www.facebook.com/100029128581016/videos/pcb.1830556861060750/2802327029950796