ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეებიც ხალისით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, პროფესიონალი პედაგოგები კი მათ მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რათა სკოლაში გატარებული თითოეული წუთი იყოს პროდუქტიული, მამოტივირებელი და ხალისიანი.
ამის დასტურია პედაგოგ ნინო თავბერიძის მიერ ჩატარებული აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შექმნეს კომიქსი, თემა კი გახლდათ „ფაიფურის თოჯინა“.
მოსწავლეებმა თემატურ ეპიზოდებს მიუძღვნეს ნახატები და ასე გადმოსცეს პროექტის შინაარსი; რაც მთვარია მათ შეძლეს განემტკიცებინათ მიღებული ცოდნა, განევითარებინათ სხვადასხვა უნარები, თავად პედაგოგი კი მოსწავლეთა მიერ შექმნილ კომიქსს შემდეგნაირად აღწერს:
„კომიქსის შექმნის პირველი მცდელობა! თემა: „ფაიფურის თოჯინა“.
ტექსტი დავყავით ეპიზოდებად და წარმოვადგინეთ ნახატების სახით. შევეცადეთ ნახატებზე დაყრდნობით გადმოგვეცა შინაარსი. ჩემმა პატარებმა დავალებას თავი საუკეთესოდ გაართვეს და საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს“.